საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში ესტონეთის ნაკრები 5-0 დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში ესტონეთის ნაკრები 5-0 დაამარცხა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ თამაშში თითო ბურთი გიორგი ღავთაძემ, არჩილ სებისკვერაძემ, გიორგი ჩიმაკაძემ, საბა ტყეშელაშვილმა და ლევან სვანიძემ გაიტანეს.
