დონალდ ტრამპი „ბიბისის“ გენერალური დირექტორის, ტიმ დეივის და ახალი ამბების აღმასრულებელი დირექტორის, დებორა ტერნესის გადადგომით კმაყოფილია
დონალდ ტრამპი „ბიბისის“ გენერალური დირექტორის, ტიმ დეივის და ახალი ამბების აღმასრულებელი დირექტორის, დებორა ტერნესის გადადგომით კმაყოფილია. თეთრი სახლის ლიდერი მათ სოციალურ ქსელში კორუმპირებულ ჟურნალისტებად მოიხსენიებს და მადლობას უხდის გამოცემა „ტელეგრაფს“, რომელმაც, მისი თქმით, „ბიბისის“ ხელმძღვანელების არაკეთილსინდისიერება გამოააშკარავა.
