შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სირიის პრეზიდენტმა ბრედ კუპერთან და ქევინ ლამბერტთან ერთად კალათბურთი ითამაშა
შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სირიის პრეზიდენტმა ახმედ აშ-შარაამ ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურ ბრედ კუპერთან და ერაყში საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის მეთაურ ქევინ ლამბერტთან ერთად კალათბურთი ითამაშა. ვიდეო სოციალურ ქსელში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასაად აშ-შიბანმა გამოაქვეყნა. სირიის ლიდერი შეერთებულ შტრატებს მას შემდეგ ეწვია, რაც ის ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში ან დაფინანსებაში ეჭვმიტანილების რეესტრიდან ამოიღეს. ხვალ ის თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება.
