პორტუგალიაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა პორტუგალიაშიც. ლისაბონის ქუჩებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა, მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები გააპროტესტა, რომელიც, მათი თქმით, დასაქმებულთა შრომით უფლებებს ზღუდავს. ახალი კანონმდებლობა საშუალებას მისცემს დამსაქმებლებს, დასაქმებულები სამსახურიდან მტკიცებულებების გარეშე დაითხოვონ ან სამუშაო საათები გაუხანგრძლივონ.
