სერგეი ლავროვი: ბრიუსელი და ლონდონი ცდილობენ, ვაშინგტონი „ომის პარტიის“ ნაწილი გახდეს
ბრიუსელი და ლონდონი ცდილობენ, ვაშინგტონი „ომის პარტიის“ ნაწილი გახდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ალასკის სამიტზე ამერიკელებმა დაგვარწმუნეს, რომ ზელენსკი მშვიდობის მიღწევას ხელს არ შეუშლიდა. როგორც ჩანს, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები წარმოიშვა. ბრიუსელი და ლონდონი ცდილობენ დაარწმუნონ ვაშინგტონი, უარი თქვას კრიზისის პოლიტიკურ და დიპლომატიურ მოგვარებაზე და რუსეთზე სამხედრო ზეწოლის მცდელობებში სრულად ჩაერთოს, ანუ ომის პარტიის ნაწილი გახდე“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
