საბოტაჟი და მტრული საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ
საბოტაჟი და მტრული საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ. კოლექტიური ნაცმოძრაობა, თანაგუნდელების დანაშაულებზე საუბარს ისევ გაურბის. მაგალითად ლელოსთვის, რადიკალების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები არაფერს ნიშნავს. საპარლამენტო ოპოზიციასა და მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ, რადიკალები უცხოური ძალების ნებისმიერ პირობას თანხმდებიან და პრიორიტეტად, სხვა ქვეყნის ინტერესებს აყენებენ. მათი დამფინანსებლების ერთადერთი მიზანი, საქართველოში რევოლუციური პროცესების მოწყობა იყო. „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რადიკალებს, ქვეყნის საშინაო საქმეები და გამოგონილი ამბები უცხოეთში გაჰქონდათ. ასევე, ორგანიზებული და მართული იყო აქციები.
