განათლების მინისტრის მოადგილის პასუხი სიცრუის კამპანიას
განათლების მინისტრის მოადგილის პასუხი სიცრუის კამპანიას. დეზინფორმაციაა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ამბავი, თითქოს ახალი კანონის მიხედვით, მასწავლებლებს სკოლის გარეთ, დირექტორის თანხმობის გარეშე მოსწავლეების მომზადება აღარ შეეძლებათ. კანონში არ არის გაწერილი კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტი, შესაბამისად, არანირი ცვლილება არ ეხება პედაგოგს, რომელიც მოსწავლეს სახლში ამზადებს.
