მთავრობა საქართველოს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს
მთავრობა საქართველოს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები პრემიერმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან განიხილა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტრატეგია იქნება გზამკვლევი, რომლის განხორციელებაც მომდევნო წლებში, ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს პრიორიტეტული სფეროები, კონკრეტული მიზნები და ამოცანები. სტრატეგიაში ძირითადი ყურადღება დაეთმობა განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური განვითარების საკითხებს. თითოეულ სფეროში განისაზღვრება ის მიზნები, რომელსაც ქვეყანამ მომდევნო წლების განმავლობაში უნდა მიაღწიოს. დოკუმენტზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება და ის საზოგადოებას ახლო მომავალში წარედგინება.
