„ხვამლი არენა“ ყოველკვირეულ რაგბის ფესტივალს მასპინძლობს
„ხვამლი არენა“ ყოველკვირეულ რაგბის ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიება სამ ასაკობრივ კატეგორიაში, 8, 10 და 12-წლამდე მორაგბეებში ტარდება, რომელშიც მონაწილეობას 900-ზე მეტი ბავშვი იღებს. შეჯიბრებაში თითოეული გუნდი მინიმუმ სამ თამაშს ჩაატარებს. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს რაგბის კავშირია მიზანი კი ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის დანერგვას ემსახურება. რაგბის ფესტივალი გარდა თბილისისა, რეგიონებშიც ტარდება.
