თემქის საცურაო აუზზე საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის თასის გათამაშება მიმდინარეობს
თემქის საცურაო აუზზე საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის თასის გათამაშება მიმდინარეობს. სამდღიანი ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში იმართება და დღეს დასრულდება. შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონიდან 200-მდე მოცურავე მონაწილეობს. ნაჩვენები შედეგებით შედგება ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების რეიტინგები, რომელიც სპორტსმენებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე მიიღონ. ფედერაციის თასი მაღალი ქულებით გამოირჩა და რამდენიმე რეკორდიც დამყარდა. გამარჯვებულები დღის ბოლომდე გამოვლინდებიან და როგორც გოგონათა, ასევე ბიჭების კატეგორიას 2-2 თასის მფლობელი ეყოლება.
