ფილიპინებზე სუპერტაიფუნ ფუნ-ვონის გამო 100 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ფილიპინებზე სუპერტაიფუნ ფუნ-ვონის გამო 100 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყანაში მეხუთე კატეგორიის საფრთხეა გამოცხადებული. ადგილობრივ აეროპორტში 300-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. მოსალოდნელია, რომ სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 230 კილომეტრს გადააჭარბებს.
