შეერთებულმა შტატებმა უნგრეთი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებიდან განუსაზღვრელი ვადით გაათავისუფლა
შეერთებულმა შტატებმა უნგრეთი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებიდან განუსაზღვრელი ვადით გაათავისუფლა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა. მის ამ განცხადებასთან დაკავშირებით თეთრი სახლის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერსს“ აცნობა, რომ უნგრეთისთვის გამონაკლისი ძალაში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იქნება. ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, უნგრეთი ენერგორესურსების შესყიდვების დივერსიფიკაციას მოახდენს და დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკულ თხევად აირს შეიძენს.
