გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, სერჟანტთა საერთაშორისო საბაზისო კურსი დასრულდა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, სერჟანტთა საერთაშორისო საბაზისო კურსი დასრულდა. ოთხ კვირიანი სწავლება ინგლისურენოვანი იყო. მონაწილეებმა, ლიდერობის საფუძვლები, საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია, საპატრულო ოპერაციები, დღისა და ღამის ნავიგაცია შეისწავლეს. კურსის პროგრამა, სერჟანტთა აკადემიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სერჟანტთა გუნდის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია. ამერიკელი და კანადელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ექსპერტთა ჯგუფის მხარდაჭერით განახლდა კურსის შინაარსობრივი და მეთოდოლოგიური ნაწილი. პროგრამა ნატოს სტანდარტებთან თავსებადია.
