ბრალის წარდგენის მოლოდინშია ბიზნესმენი ვლადიმერ სტეფანიანი
ბრალის წარდგენის მოლოდინშია ბიზნესმენი ვლადიმერ სტეფანიანი. ის „კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელია, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ნებართვის გარეშე ააშენა ბაკურიანში, 5 სასტუმრო-აპარტამენტი. უკანონოდ კი რამდენიმე მილიონის შემოსავალი მიიღო. აპარტამენტები, საბაგირო, სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, კომპლექსი დიდველის ტერიტორიაზე, თვითნებურად ააშენა. გამოძიება, დაკავებულ სტეფანიანს სწორედ, უნებართვოდ აშენებული სასტუმროდან უკანონოდ მიღებულ შემოსავალს ედავება.
