ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ბათუმში, რუსეთის მოქალაქე დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ბათუმში, რუსეთის მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება 1 347 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი. მას ბრალად უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა ედება. დანაშაული 12-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
