პოლიციამ, კრიმინალურ ავტორიტეტ, ელმურაზ მამედოვთან კავშირში მყოფი კიდევ ორი ადამიანი დააკავა
პოლიციამ, კრიმინალურ ავტორიტეტ, ელმურაზ მამედოვთან კავშირში მყოფი კიდევ ორი ადამიანი დააკავა, ერთის მიმართ კი ძებნა გამოცხადდება. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. როგორც გამოძიებით დადგინდა, ოქტომბერში, წითელი ცირკულარით ძებნილი, საზღვარგარეთ მყოფი ელმურაზ მამედოვი, გარდაბნის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფერმერს, სოციალური ქსელში დაუკავშირდა და ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით 200 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, რისთვისაც სამდღიანი ვადა მისცა წინააღმდეგ, შემთხვევაში კი ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა. ვადის გასვლის შემდეგ, ფერმერის შვილს, ავტომანქანით გადაადგილდებოს დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს - შედეგად, არავინ დაშავებულა. დამნაშავეები კი ცხელ კვალზე დააკავეს
