ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი „ფილადელფიასთან“ 10-ქულიანი სხვაობით 120-130 დამარცხდა. წაგების მიუხედავად სანდრომ სათამაშო წუთები შედეგიანად გამოიყენა. მის ანგარიშზე 17 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. ტორონტომ 4 მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. რეპტორსს 5-5 მოგება-წაგების ბალანსი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 12 ნოემბერს ბრუკლინ ნეტსთან ჩაატარებს.
