„ილიას სიტყვის სახე“
„ილიას სიტყვის სახე“ ასე ქვია გამოფენას, სადაც მწერლის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციებია წარმოდგენილი. ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გამოფენა, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს მიეძღვნა. წარმოდგენილია სხვადასხვა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ავტორის მიერ შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის, საგურამოს, ყვარლის, გიორგი ლეონიძის, ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნამუშევრები.
