დიდი ბრიტანეთის მცხოვრებთა უმრავლესობა თვლის, რომ პრემიერი კირ სტარმერი და ფინანსთა მინისტრი რეიჩელ რივზი უნდა გადადგნენ
დიდი ბრიტანეთის მცხოვრებთა უმრავლესობა თვლის, რომ პრემიერი კირ სტარმერი და ფინანსთა მინისტრი რეიჩელ რივზი უნდა გადადგნენ. სოციოლოგიური გამოკითხვა მარკეტინგული კვლევის სააგენტო „ოპინიუმმა“ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, სტარმერის გადადგომას მხარს რესპონდენტთა 56% უჭერს, რივზის გადადგომის სურვილს კი გამოკითხულთა 57% გამოთქვამს.
