კიოლნში ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერის, აბდულა ოჯალანის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
კიოლნში ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერის, აბდულა ოჯალანის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. მსვლელობაში მონაწილეობას რამდენიმე ათასი ადამიანი იღებდა. აქციას წინ უძღოდა თურქეთის ხელისუფლების განცხადება, რომლის მიხედვითაც მზადდება კანონი, რომელიც ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებსა და მშვიდობიან მცხოვრებლებს ჩრდილოეთ ერაყიდან თურქეთში დაბრუნების უფლებას მისცემს. ქურთისტანის მუშათა პარტიამ განიარაღების შესახებ განცხადება მაისში გააკეთა, მას შემდეგ, რაც პატიმრობაში მყოფმა აბდულა ოჯალანმა თანამებრძოლებს ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
