მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები, სულ მცირე, ერთი მილიონი დრონის შესყიდვას აპირებს
მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები, სულ მცირე, ერთი მილიონი დრონის შესყიდვას აპირებს. ამის შესახებ არმიის მდივანმა დენიელ დრისკოლმა „როიტერსისთვის“ მიცემულ ინტერვიუშინ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა და რუსეთი, ყოველწლიურად 4-4 მილიონ დრონს აწარმოებენ, ხოლო ჩინეთს, სავარაუდოდ, ორჯერ მეტის წარმოების უნარი აქვს. არსებულ რეალობის გათვალისწინებით კი შეერთებული შტატები ისეთ პოზიციაში უნდა იყოს, რომ ნებისმიერი ომისთვის საკმარისი დრონები ჰქონდეს.
