ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე რუსეთის მიერ მიტანილ მასშტაბურ იერიშზე
„ეს იყო ძალიან აშკარა, დემონსტრაციული დარტყმა“,- ასე აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე რუსეთის მიერ მიტანილ მასშტაბურ იერიშს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ათობით ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტა, ასევე, 400-ზე მეტი დრონი გამოიყენა. ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
