რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა წარმოშობით ქართველი ჟურნალისტის, ელიზაბეტ ლეინის პოდკასტში ისაუბრა
„ერთადერთი, ვინც წყვეტს, რა შედის საქართველოს ინტერესებში, არის ქართველი ხალხი და შეერთებული შტატები ვერ გადაწყვეტს, რა არის საქართველოსთვის უკეთესი“,- ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა წარმოშობით ქართველი ჟურნალისტის, ელიზაბეტ ლეინის პოდკასტში ისაუბრა. სენატორმა შეშფოთება გამოთქვა კოლეგების გამო, რომლებიც ვაშინგტონში ქართულ ოპოზიციას ლობირებენ და მწვავედ გააკრიტიკა ე.წ. მეგობარი აქტი.
