11 ნოემბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 65-ე რაუნდი გაიმართება
11 ნოემბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 65-ე რაუნდი გაიმართება. ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას, ხელმძღვანელობით ჟენევაში უკვე გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაშია ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. პირველი დღე ტრადიციულად, თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხვედრებს დაეთმობა, მოლაპარაკებათა 65-ე რაუნდი კი ოფიციალურად 11 ნოემბერს დაიწყება.
