ე.წ. ქურდული სამყაროს წევრს ელმურაზ მამედოვს და კიდევ ერთ მოქალაქეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრს ელმურაზ მამედოვს და კიდევ ერთ მოქალაქეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. უფრო კონკრეტულად, დამამძიმებელ გარემოებებში, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების, იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და ასევე დამატებით მამედოვს, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისთვის. გამოძიების ინფორმაციით, საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი მამედოვი ლაგოდეხის სოფელ კაბალში მცხოვრებ ბიზნესმენს მოკვლის მუქარით სძალავდა 100 ათას აშშ დოლარს. უარის მიღების შემდეგ კი ორ ადამიანს ბიზნესმენის მკვლელობა შეუკვეთა.
