საქართველოდან გაძევების მიზნით, მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოდან გაძევების მიზნით, მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. რომელიც რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრის თანახმად, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და გამოირჩეოდა აგრესიულობით. სამართალდარღვევისთვის მას სასამართლომ 4 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დაიხვეწა საქართველოში როგორც არალეგალურად, ასევე, ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების მექანიზმები.
