ამოღებული დიდი ოდენობით ნარკოტიკი და კიდევ სამი დაკავებული
ამოღებული დიდი ოდენობით ნარკოტიკი და კიდევ სამი დაკავებული. მათ ბრალად ედებათ, ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირება. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ამოიღეს, 250 გრამზე მეტი „კოკაინი“, „მეთადონი“, ფსიქოტროპული ნივთიერები, 15 კილოგრამი გამომშრალი „მარიხუანა“ და 32 ძირი „მცენარე კანაფი“.
