ბორჯღალოსნების გამარჯვება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩები გამარჯვებით გახსნა. ბათუმში გამართულ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა ამერიკის ნაკრებს უმასპინძლეს და სანახაობრივი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულეს. რიჩარდ კოკერილის გუნდმა რთული დასაწყისის მიუხედავად, თამაშის შემოტრიალება მოახერხა და საბოლოოდ ანგარიშით – 43:30 იმარჯვა. ამ გამარჯვებით ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს და მომდევნო ტესტს კანადასთან, კვლავ ბათუმში, 15 ნოემბერს გამართავენ
