მოლაპარაკება თეთრ სახლში
თუ ოდესმე არსებობდა ოქროს ხანა ამერიკულ-უნგრულ ურთიერთობებში, ეს დონალდ ტრამპის დროს არის - ეს განცხადება უნგრეთის პრემიერ მინისტრმა შტატების პრეზიდენტთან შეხვედრამდე გააკეთა, რომლის დასრულების შემდეგაც ბუდაპეშტმა ის შედეგი მიიღო, რასაც ვაშინგტონში გამგზავრებამდე იმედოვნებდა. სამომავლო პერსპექტივაში უნგრეთის პრემიერმა რუსულ ნავთობზე უარი არ გამორიცხა, თუმცა მანამდე ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპის დარწმუნება და მისგან მილსადენებზე დაწესებული სანქციებისგან გათავისუფლების გარანტია მიიღო
სიუჟეტის ავტორი: ია შათირიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
