გახსნილი დანაშაული
დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ამავე საქმეზე, კიდევ ერთ პირს, რომელიც შეკვეთილი მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 7 ნოემბერს დააკავეს, ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინება. გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, წითელი ცირკულარით ძებნილი, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი, მარნეულში მცხოვრებ ბიზნესმენს, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და მას მუქარით მოსთხოვა 50 ათასი ამერიკული დოლარის თურქეთის რესპუბლიკაში ჩატანა. თანხის გადახდაზე უარის მიღების შემდეგ, ელმურაზ მამედოვმა საქართველოში მცხოვრებ სამ პირს, 10 ათასი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ დაუკვეთა ბიზნესმენის კუთვნილი ავტომანქანების ნაწილების მაღაზიის ფასადის დაზიანება. აღნიშნულმა პირებმა დავალება სისრულეში მოიყვანეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან
