უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია
შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აშენებული სასტუმროების, საბაგირო და სათხილამურო ტრასების და შედეგად უკანონოდ მიღებული ათეული მილიონებით ლარის გამო კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი დააკავეს. როგორც დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართული ბრიფინგიდან გავიგეთ, უწყებაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საკურორტო ზონებში მიწის მისაკუთრების თუ უკანონო მშენებლობების საკითხს. კრისტალ ჯგუფის საქმეც ერთ-ერთი რეზონანსულია, იმ საქმეებს შორის, რომლებზეც ბოლო პერიოდში საზოგადოება სხვადასხვა საგამოძიებო უწყებებიდან ინფორმაციას იგებს
სიუჟეტის ავტორი: ვაკო მეზურნიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
