საქართველოს ხელოვნების და კულტურის აკადემიური დაჯილდოების რიგით 26-ე ცერემონიალი გაიმართა
საქართველოს ხელოვნების და კულტურის აკადემიური დაჯილდოების რიგით 26-ე ცერემონიალი გაიმართა. პრემია "მეგა" წელს საზოგადოების წინაშე 17 ნომინაციით წარსდგა, რომლებიც ორმოცამდე ხელოვანზე გადანაწილდა, ნომინაციები ცნობილი ქართველი ხელოვანების სახელისა და სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. "მეგას" პრემიით ნატო გელაშვილი და "ჭოხოები", ნანული სარაჯიშვილი, ოთარ მაღრაძე, ზურა ხაჩიძე, ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭები, " და სხვა არტისტები დაჯილდოვდნენ. სახელოვნებო პრემია ,,მეგა" ქართული ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას უკვე ორი ათეული წელია ემსახურება და ყოველწლიურად ხელოვნების სფეროს დამსახურებულ წარმომადგენლებს სახალხო პრემიით აჯილდოებს
