საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. 9-10 ნოემბერს, ავთანდილ ასათიანის გუნდი ესტონეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. მოახლოებული თამაშებისთვის ნაკრებმა თამაშის მასპინძელ ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშა. ხვალ ეროვნულ გუნდში მე-100 შეხვედრას ჩაატარებს თორნიკე ბუკია. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია
