რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე არსებული კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია და რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე არსებული კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია და რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. კორპუსებს თბოიზოლაციით ფუთავენ. გათვალისწინებულია მეტალოპლასტმასის ფანჯრების მოწყობა და აივნების განახლებაც. აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მესამე ეტაპიც, გამაგრება-რეაბილიტაცია, კიდევ 3 კორპუსს უტარდება. პროექტების ჯამური ღირებულება 5 მილიონ 455 ათას 480 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების მიმდინარეობას, ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, რუსთავის დელეგატთან და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად გაეცნო
