„ორფოლოს“ საწვრთნელ ცენტრში ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დასრულდა
„ორფოლოს“ საწვრთნელ ცენტრში ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დასრულდა. მე-15 ბატალიონმა, პოლიგონზე საცეცხლე პოზიციებიდან პირობითი მოწინააღმდეგის გასანეიტრალებლად საარტილერიო დანადგარები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. ათდღიანი სწავლება საშტაბო და საველე კომპონენტს მოიცავდა. მიზანი კი ბატალიონის პირადი შემადგენლობის უნარების დახვეწა იყო, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში
