„საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნა - 2025“ „ვალეს" ტერიტორიაზე ჩატარდა
„საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნა - 2025“ „ვალეს" ტერიტორიაზე ჩატარდა. წვრთნის მიზანი ორი ქვეყნის სასაზღვრო ქვედანაყოფებს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში კოორდინირებული მოქმედებების გაუმჯობესებაა. მესაზღვრეებმა სასაზღვრო ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციული ოპერაციების ჩატარების საშუალებები დახვეწეს. სცენარი 2 ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: არალეგალური მიგრანტების დაკავება და სახელმწიფო საზღვარზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის აღკვეთა. ასევე, წვრთნა ითვალისწინებდა სპორტულ ღონისძიებებსაც. მსგავსი ტიპის სწავლება საქართველოსა და თურქეთს შორის რეგულარულად, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება
