ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელიც შეისწავლის ჯორჯ სოროსის, მისი შვილისა და მათი ფონდების საქმიანობას ქვეყანაში
ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელიც შეისწავლის ჯორჯ სოროსის, მისი შვილისა და მათი ფონდების საქმიანობას ქვეყანაში. კომისიამ უნდა დაადგინოს „დაფინანსების ნაკადი და გამოავლინოს ნებისმიერი კავშირი პოლიტიკურ პარტიებთან, მოსამართლეებთან, სკოლებთან, მედიასთან, ეკონომიკურ წრეებთან და საჯარო ინსტიტუტებთან. კომისიის შექმნას, რომლის საქმიანობაში ასევე შედის დოკუმენტების შეგროვება, გაანალიზება, ბულგარული სამსახურებისა და ინსტიტუტების, ასევე ცალკეული ადამიანების გამოკითხვა, უფლებადამცველი ჯგუფების კრიტიკა მოჰყვა
