საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და სებ-ის და საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და სებ-ის და საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა. ღონისძიება - ლარის შემოღების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ბანკირის დღე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის ინიციატივით 2001 წელს - „სათავადაზნაურო ბანკის“ დაარსებისა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის - 8 ნოემბრის აღსანიშნავად დაწესდა
