ჯანდაცვის მინისტრი ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა. იმსჯელეს ინსულინით უზრუნველყოფის პროგრამაში შესულ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც პრეპარატ „ნოვორაპიდით“ მკურნალობა, ამ ეტაპზე, გაგრძელდება მისი ანალოგი, ფრანგული წარმოებული ინსულინით „აპიდრა“. ენდოკრინოლოგების განცხადებით, ორივე მაღალი ხარისხის მედიკამენტია და ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადასვლა, პაციენტებისთვის, ექიმების აქტიური ზედამხედველობის შემთხვევაში, უმტკივნეულო და უსაფრთხო იქნება. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მედიკამენტი საქართველოში ხელმისაწვდომია და მიწოდების კუთხით, არანაირი შეფერხება არ არის მოსალოდნელი. ამასთან, მინისტრის განცხადებით, გრძელდება მოლაპარაკებები, რომ „ნოვორაპიდის“ მწარმოებელმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და მედიკამენტით უზრუნველყოფა უახლოეს პერიოდში შეძლოს
