ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან, უკვე მეოთხე დღეა არ წყდება ვიზიტორთა რიგი
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან, უკვე მეოთხე დღეა არ წყდება ვიზიტორთა რიგი. ინტერესი და მოწონება დაიმსახურა როგორც ქართულმა გასტრონომიამ და ღვინომ, ისე პროდუქციამ, რომლითაც "აწარმოე საქართველოში" 40-მდე კომპანიასთან ერთადაა წარმოდგენილი. საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით და ყველაზე მასშტაბური სტენდით წარდგა. შანხაიში, საქართველოს პოტენციალს ათი ათასობით ვიზიტორი ეცნობა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველი შეფ-მზარეულები, სტუმრებს ქართულ კერძებს აცნობენ. ვიზიტორებს ასევე საშუალება აქვთ ინფორმაცია მიიღონ ქართული კულტურისა და ქვეყნის ისტორიის შესახებ. შანხაის გამოფენას დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს
