აღკვეთილი შეკვეთილი მკვლელობა
აღკვეთილი შეკვეთილი მკვლელობა - დაპატიმრებულია ერთი ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის შეკვეთითა და დავალებით, უნდა მოეკლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე, იმ მოტივით, რომ ელმურაზ მამედოვს უარი უთხრა მოთხოვნილი 200 ათასი დოლარის გადახდაზე. დანაშაულის აღკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუსის ერთობლივი ღონისძიებების შედეგად მოხერხდა.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
