სპორტის მინისტრმა ახალგაზრდა ქართველ ძალოსნებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა მიულოცა
ალბანეთში გამართულ კონტინენტის ასაკობრივ პირველობაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 12 ოქროს, 11 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საუკეთესო შედეგი ლევან ოჩიგავამ და გოგა ჯაჯვანმა აჩვენეს, რომელთაც სამივე დისციპლინაში პირველი დაიკავეს.
