ბათუმის მერმა რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
რეაბილიტაციის ფარგლებში, გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში დასრულდა ქვაფენილის აყრა. ამ ეტაპზე ხორციელდება ბორდიურების დემონტაჟი, გრუნტის მოხსნისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები. დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში ნაწილობრივ აიყარა ქვაფენილი, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემისა და ტროტუარის მოწყობა.
