საგნობრივი სტანდარტების რევიზიასთან დაკავშირებით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრები დაიწყო
პირველი სამდღიანი შეხვედრა, რომელიც კონკრეტული საგნობრივი სტანდარტების განხილვას მოიცავს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გახსნა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, სტანდარტების დამტკიცების შემდეგ ახალი სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესი დაიწყება.
