პეკინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი პარტნიორობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის და ტურიზმის მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კავკასიის რეგიონის მნიშვნელობაზე და დაკავშირებადობის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების შესაძლებლობებზე.
