ამერიკელ კანონმდებლებს თბილისი დეზინფორმაციასა და სიცრუის მიზანმიმართულ გავრცელებაში ამხელს
ექვსი სენატორი და კონგრესმენი ამერიკის სახელმწიფო მდივანს მიმართავს - მოითხოვოს საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ USAID-ის ყოფილ თანამშრომლებს არ დასწამებენ ცილს ან არ გახდებიან სამიზნეები. მიმართვის ავტორები წერილში აღნიშნავენ,რომ თითქოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა აშშ-ის მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა, სინამდვილეში კი, სუსის უფროსმა ინტერვიუში საგანმანათლებლო და სხვადასხვა მიზნობრიობით საქართველოში გადმორიცხულ თანხებზე ისაუბრა, რომლითაც აქციები ფინანსდება. სუსის პრესსამსახურმა რუბიოსთვის გაგზავნილ წერილში ფაქტობრივი უზუსტობები აღმოაჩინა.
