პროკურატურამ ე. წ კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და ე. წ. „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე, 43 ადამიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ე. წ კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და ე. წ. „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე, 43 ადამიანს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულთა ნაწილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ ბრალდებულს, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა, საპატიმრო გირაო 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა.
