რუსეთის ბიუჯეტში გაზისა და ნავთობის შემოსავლების მაჩვენებელმა ოქტომბერში 30 %-ით მოიკლო
რუსეთის ბიუჯეტში გაზისა და ნავთობის შემოსავლების მაჩვენებელმა ოქტომბერში 30 %-ით მოიკლო. ცნობას რუსული მედია ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მიზეზი ნავთობის ფასის კლებასთან ერთად, შეერთებული შტატების მიერ რუსული კომპანიებისთვის, „როსნეფტისა“ და „ლუკოილისთვის“ დაწესებული სანქიცებია, რომელებზეც ექსპორტის ნახევარი მოდის.
