შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს
გამოძიებით დადგინდა, რომ მან უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“ და „ალფა-პვპ“, რომელსაც მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომობილში უკანონოდ ინახავდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
