განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, მის მითითებული ადგილებიდან , სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
